”როგორც გავიგე, კახა დამენია და ნიკა გვარამია დააკავეს" - ამის შესახებ დეპუტატმა ”ფეისბუქში” დაწერა.
ცნობისთვის, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია მოწმის სახით იკითხებიან 2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე, რაც არასამეწარმეო მიზნით განხორციელდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამავე საქმეზე იკითხებიან ასევე, შპს „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენი“ ს დამფუძნებელი კახა დამენია და „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი. აღნიშნული პირები დაკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან.
დღესვე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას და სხვა პირებისდასაკითხად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
წულუკიანმა ფინანსთა და განათლების ყოფილი მინისტრების ალექსანდრე ხეთაგურისა და ნიკა გვარამიას დაკითხვის ფაქტთან დაკავშირებით სხვა კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, საქმეში კომპეტენტური საგამოძიებო სამსახურია, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები არიან დაბარებული.
წყარო:news.ge
No comments:
Post a Comment