GeorgiAmbebi.blogspot.com

ახალი ამბების პორტალი

Tuesday, December 27, 2016

"რუსეთის პრეზიდენტი განწირულია" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პუტინის შესახებ


ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაქრობის ამბავს ეხმაურება და საკუთარ საიტზე პრეზიდენტის შესახებ გაკეთებულ პროგნოზებს აქვეყნებს:

1999 წელი, 29 სექტემბერი, დილის 7 საათი.

რუსეთის მთავრობაში დიდი დაპირისპირებები იქნება. პუტინი პოლიტიკაში გამოამჟღავნებს სისუსტეს. იგი არ არის პოლიტიკოსი. ელცინის ჯგუფმა იგი იმიტომ მოიყვანა, რომ ეგონათ, წინააღმდეგობას და ბუნტს არ დაიწყებდა, მათ მითითებებს შეასრულებდა, რომ თვინიერი პიროვნებაა, მაგრამ მას დიდი კრახი მოაქვს რუსეთისთვის.
პუტინი ღუპავს რუსეთს!

2000 წელი, 21 მარტი, საღამოს 6 საათი.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია. არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა პარლამენტს - "დუმას", არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას - პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის. რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავდაპირველად მოწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება. ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას! იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას - კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, "ომი მოწონს თითქოს!" - ასე იტყვიან კიდეც. ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი. პუტინი არც კომუნისტებს მოწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს - ისინი მოუღებენ ბოლოს.
პუტინის გაქრობით კავკასია წყნარდება, ასე ვთქვათ, შეურიგდება რუსეთს, მაგრამ ყველაფერი რთულად იქნება. 

პუტინის მოჩვენებითი სახე და სანდომიანი გამომეტყველება ნიშნავს, რომ ბევრი ეშმაკი მოვა კრავის ტყავში გახვეული. კიდევ ვიმეორებ: მას მოკლავენ მუსლიმები. მოკლედ რუსეთს რთული დღეები ელის.

2001 წელი, 28 აპრილი.

რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტ პუტინის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია - შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს! საშინელებაა!

2013 წელი, 26 მაისი.

რუსეთში, ვხედავ, ძალიან დიდი ცვლილებებია. პუტინის გუნდი იშლება და იგი ქმნის ახალ პარტიას, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევა. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობით თავად იქმნის პრობლემებს და ზუსტად ამ პრობლემებს შეეწირება. ასევე ჩიხშია მოქცეული დღევანდელი პუტინისეული პოლიტიკა - განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკასთან მიმართებაში. პუტინი ამერიკას ჰპირდება ერთს, მაგრამ აკეთებს სხვას. რა თქმა უნდა, შეთანხმებულად ამერიკა და რუსეთი არასდროს იმოქმედებენ.

პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. იცის კიდეც, მაგრამ მაინც თავის პოლიტიკას ატარებს. რატომაც არა, როცა მთელი რუსეთი მუჭში ჰყავს მომწყვდეული?! მაგრამ...
მე ძალიან კარგად ვიცი, ვის რა ელის და ვინ როგორ დაამთავრებს. ერთადერთმა მე ვიცი ეს მთელ მსოფლიოში და რასაც ვწინასწარმეტყველებ, ის სიტყვა-სიტყვით სრულდება ყოველთვის. ჰოდა, ახლა გეუბნებით, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერი იცვლება მომავალში რუსულ პოლიტიკაში რუსი ხალხის სასიკეთოდ და... ერთ ფრაზას ვიტყვი მხოლოდ: მედვედევი რჩება. 

No comments:

Post a Comment