ებრაული რუსულენოვანი პორტალი cursorinfo.co.il-ი გაზაეთ „მაარივზე“ დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედამიწისკენ ერთი კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი მოემართება. როგორც NASA-ში აცხადებენ, ის დედამიწას 35 000 კმ/სთ სიჩქარით უახლოვდება. ასტეროიდის სახელია YB35-2014.
როგორც გაზეთი „მაარივი“ წერს, თუ მსგავსი ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება, შედეგები იქნება კატასტროფული. თუმცა, როგოროც NASA-ში აცხადებენ, ასტეროიდი დედამიწას 4,5 მილიონი კილომეტრის მოშორებით ჩაუფრენს. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ზომის ასტეროიდი დედამიწასთან ახლოს საშუალოდ 5 ათას წელიწადში ერთხელ ხვდება.
წყარო:news.ge
No comments:
Post a Comment