GeorgiAmbebi.blogspot.com

ახალი ამბების პორტალი

Friday, December 2, 2016

მესი: “დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა”


როგორც მოგეხსენებათ, დღეს იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ჰოლანდიელის გარდაცვალების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: "დღეს კიდევ ერთმა შესანიშნავმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ დაგვტოვა", - წერს არგენტინელი სოციალურ ქსელში. კრუიფი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული ფეხბურთელი იყო. მან სამჯერ მოახერხა ოქროს ბურთის მოპოვება. "აიაქსის" რიგებში რვაჯერ შეძლო ჰოლანდიის ჩემპიონატში გამარჯვება. "ბარსელონას" მაისურით კრუიფმა ლა ლიგის მოგებაც მოახერხა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებში 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია.

წყარო:footballnews.ge/

No comments:

Post a Comment