GeorgiAmbebi.blogspot.com

ახალი ამბების პორტალი

Thursday, December 8, 2016

ტყუილი თუ სიმართლე Facebook - ის ვიკენდებზე გაუქმება

Image result for facebook login sign in
დღეს ინტერნერ სივრცეში უამრავმა რეიტინგულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკ ცეკენბერგი აპირებს facebook-ის შაბათ-კვირას გაუქმებას. ინფორმაციის წყაროდ მითითებული იყო “BLEF-TV”. ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა და განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია ბიზნეს სექტორში, რადგან, ბუნებრივია, FACEBOOK-ის გაუქმება მას (ბიზნეს სექტორს) მნიშვნელოვან მარკეტინგულ ზიანს მიაყენებდა. AGORA.GE როგორც თქვენი სანდო საინფორმაციო პარტნიორი გატყობინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია facebook-ის შაბათ-კვირას გაუქმებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული დეზინფორმაცია. ასევე, დავამატებთ, რომ არ არსებობს არანაირი “BLEF-TV” და ესეც ამ ცრუ-ნიუსის ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. AGORA.GE დაუკავშირდა სააგენტოს, რომელმაც პირველად გაავრცელა ეს ინფორმაცია და, მათაც დაადასტურეს, რომ საქმე შეთხზულ ჭორთან გვაქვს. სამწუხაროა, რომ უამრავი რეიტინგული სააგენტო გახდა მსხვერპლი ამ ინსინუაციების და მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა.

No comments:

Post a Comment