GeorgiAmbebi.blogspot.com

ახალი ამბების პორტალი

Monday, November 28, 2016

ქალაქ დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს


დნეპრის მერი ბორის ფილატოვი უკრაინიდან ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს. 

ბორის ფილატოვს მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში გუშინ გამართულ მიტინგზე ნათქვამი სიტყვები არ მოეწონა. კერძოდ ის, რომ ექსგუბერნატორი ქვეყნის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაცია - ეს არის გზა, რომელიც უკრაინას მექრთამეობამდე მიიყვანს.

ფილატოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ თუკი სააკაშვილი მართლაც ასეთებს საუბრობს, თავადაც ჩაეწერება მათ რიცხვში, ვინც სააკაშვილის ექსტრადირების მომხრეა. პოსტის ბოლოს, დნეპრის მერი სააკაშვილის ნარკოტიკებზე შემოწმებას ითხოვს.

ambebi.ge

No comments:

Post a Comment